პრობლემის იდენტიფიცირება და მათზე რეაგირება
მომხმარებელთა ინტერესების დარღვევის თაობაზე საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში ინფორმაციის მიღების ძირითადი წყაროა:
მომხმარებლის წერილობითი განცხადება/საჩივარი
მომხმარებლის სატელეფონო შეტყობინება
ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით (მათ შორის სოციალური ქსელი) გადმოგზავნილი განცხადება/საჩივარი
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური განიხილავს მომხმარებელთა საჩივრებს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებთან დაკავშირებით:
ფიქსირებული სატელეფონო მომსახურება
მობილური სატელეფონო კავშირით მომსახურება
ინტერნეტით მომსახურება
მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურება
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის კომპეტენციაში შედის შემდეგი საკითხების შესწავლა და განხილვა:
მომხმარებლის არასათანადო ინფორმირება მომსახურების მიწოდების პირობების თაობაზე
ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების შესახებ სააბონენტო ხელშეკრულების პირობები
ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის დაზიანება
მომსახურების საფასურის დარიცხვის სისწორე და სადავო დავალიანება
მომსახურების პირველადი ჩართვა
მომსახურების შეზღუდვის ან/და შეწყვეტის პირობები
„ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტით განსაზღვრული სხვა საკითხები.



