Company Obligations

მომსახურების მიმწოდებელი კომპანიების ვალდებულებები

რა ვალდებულებები აქვს მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებს?

  • მომსახურების მიმწოდებელი ვადებულია უზრუნვეყოს ხელშეკრულებით დადგენილი ხარისხის მომსახურების უწყვეტად და შეუფერხებლად მომხმარებელისათვის მიწოდება;

  • შემდგომი გადახდის პირობით მიწოდებული მომსახურების შემთხვევაში, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია მომხმარებლის მოთხოვნით მიაწოდოს მას მომსახურების ანგარიში;

  • აბონენტის მოთხოვნის შემთხვევაში, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია უფასოდ მიაწოდოს აბონენტს საანგარიშო პერიოდის დეტალური ანგარიში ყველა მიწოდებულ მომსახურებაზე, ხოლო არასაანგარიშო პერიოდის დეტალური ანგარიში ხარჯზე ორიენტირებული ტარიფით;

  • მომსახურების მიმწოდებელმა ხელმისაწვდომი უნდა გახადოს ინფორმაცია საჩივრისა და საპრეტენზიო განაცხადების წარდგენის პირობების შესახებ, უფასო ნომრების მითითებით და უზრუნველყოს მუდმივმოქმედი 24-საათიანი ცხელი ხაზის მუშაობა;

  • უზრუნველყოს საკუთარი აბონენტებისთვის საგანგებო (ექსტრემალური) სამსახურების ნომრების ხელმისაწვდომობა და აღნიშნულზე მომხმარებელთა ინფორმირება;

  • უზრუნველყოს საჩივრების განხილვისა და მათზე რეაგირების ეფექტიანი შიდა მექანიზმის შექმნა;

  • მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია მომხმარებლის საჩივარი განიხილოს და დასაბუთებული გადაწყვეტილება მიიღოს 15 დღის ვადაში;

  • მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, მომსახურების ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილების შესახებ მომხმარებელს აცნობოს ცვლილების განხორციელებამდე სულ ცოტა ერთი თვით ადრე;

  • მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს, დაზიანების აღმოფხვრისთვის დადგენილი ვადების დაცვა (დაზიანების სხვადასხვა სახეობისთვის კანონმდებლობით დეტალურად გაწერილია შესაბამისი ვადები);

  • მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების ასახვა სააბონენტო ხელშეკრულებებში;

  • მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებში შესული ცვლილებები თავის ვებგვერდზე აღრიცხოს თარიღის მითითებით.

რას უნდა შეიცავდეს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელ კომპანიასა და მომხმარებელს შორის სათანადო წესით გაფორმებული სააბონენტო ხელშეკრულება?

  • ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლის დასახელებასა და მისამართს;

  • პირობებს მიწოდებული მომსახურების სახის, ხარისხისა და პირველადი ჩართვის ვადის შესახებ;

  • მომსახურების მიწოდების შეზღუდვისა და შეწყვეტის პირობებს;

  • დაზიანების აღმოფხვრის პირობებს;

  • დეტალურ ინფორმაციას მომსახურების ტარიფების, აგრეთვე ცვლილების შემთხვევაში განახლებული ინფორმაციის მიღების შესახებ;

  • ხელშეკრულების მოქმედების ვადის, მოქმედების შეწყვეტისა და მოქმედების ვადის გაგრძელების პირობებს;

  • ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის ხარისხის დაცვის უზრუნველყოფისა და აღნიშნული ხარისხობრივი მაჩვენებლების დაუცველობის შემთხვევაში გათვალისწინებულ საკომპენსაციო მექანიზმებს;

  • მომსახურებასთან დაკავშირებული საჩივრების წარდგენისა და დავის გადაწყვეტის პროცედურას.